1. საქართველოს რომელი მეფის დროს
არის აგებული თბილისის მეტეხის ტაძარი? - დემეტრე თავდადებული.
2. რას უწოდებდნენ ძველად ხორბალს? - იფქლს.
3. საქართველოს რომელ უძველეს კუთხეში
მდებარეობს სოფელი თავფარავანი? - ჯავახეთში.
4. საქართველოს რომელი მეფე მონაწილეობდა
დიდგორის ბრძოლაში? - დავით აღმაშენებელი.
5. რომელმა უსჯულო დამპყრობელმა დაანგრია
ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული არტანუჯის ციხე? - მურვან-ყრუმ.
6. რამდენი შვილი ჰყავდათ ცხრა ძმა
ხერხეულიძის მშობლებს? - ათი.
7. ირაკლი აბაშიძის რომელი ლექსიდან
არის ეს ნაწყვეტი: - "მცხეთა"
„თუ ყველაფერი
არის სიზმარი,
თუ ბინდისფერი
არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას
დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ
სვეტიცხოველი?“
8. რომელ საუკუნეშია აგებული ნიკორწმინდის
ტაძარი? - მე-11 ს.
9. საქართველოს რომელ ტაძარშია წმიდა ნინოს სურათზე გამოსახული
ფრესკა? - გერგეტის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში.
10. აფხაზთა რომელმა მეფემ ააგო მე-10
საუკუნეში მოქვის ტაძარი? - ლეონ მესამემ.
11. ვისი სახელობის არის აფხაზეთში
მდებარე ლიხნის ტაძარი? - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების.
12. რას უწოდებენ წმიდა წერილს სხვაგვარად? - ბიბლიას.
13. ქართული ანბანის განვითარების
სულ რამდენი საფეხური არსებობს? - სამი.
14. რომელი დღესასწაულის დროს ეწყობოდა
საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში ჭონაობა? - აღდგომის.
15. რა ჰქვია საბარძიმე ღვინოს, რომელსაც
წირვაზე წმიდა ზიარებისას იყენებენ? - ზედაშე.
16. რა ერქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მამას? - იოაკიმე.
17. რომელი დიდი საუფლო დღესასწაულია გამოსახული მოცემულ
ხატზე? - მირქმა.
18. რომელ მდინარეში მონათლა წმიდა
იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე? - იოარდანე.
19. რომელმა წმიდა მამამ დააარსა ზარზმის
მონასტერი? - წმიდა სერაპიონ ზარზმელმა.
20. რა ერქვა წმიდა კონსტანტი კახის
ვაჟიშვილს? - თარხუჯი.
21. სადაური იყო წმიდა მოწამე აბო
თბილელი? - არაბი.
22. რა გვარის იყვნენ არგვეთის მთავარნი
წმიდა დიდმოწამენი დავითი და კონსტანტინე? - მხეიძეები.
23. რომელი წმიდანის სახელობის არის
ილორის ტაძარი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს? - წმიდა გიორგის.
24. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა
ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)? - მე-19 ს.
25. რომელი დამპყრობლის დროს ეწამა საქართველოში მეტეხის
ხიდზე ასი ათასი მოწამე? - ჯალალედინის.
26. რომელ საუკუნეებშია აგებული მარტვილის
მონასტერი? - მე-6 - მე-7 სს.
27. რომელ მთაზე გადასცა უფალმა წმიდა
მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება? - სინას მთაზე.
28. რომელ საუკუნეშია აგებული ალავერდის
მონასტერი? - მე-6 ს.
29. სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილი
ლექსიკონის მიხედვით, რომელი ძველი ქართული სიტყვა განიმარტება, როგორც - მნათე, მესანთლე? - კანდელაკი.
30. იერუსალიმის მახლობლად მდებარე
რომელ მთაზეა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფლავი? - სიონის მთაზე.
31. რომელი მონასტრის მე-15 საუკუნეში
გადაწერილ სახარების გვერდებზეა მიწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნაწყვეტი? - ბერთის მონასტრის.
32. რომელ ოკეანეში იპოვეს 1938 წელს
თევზი ლატიმერია? - ინდოეთის ოკეანეში.
33. რა ერქვა ძველად სვანეთში ახალ
წელს? - ზომხა.
34. სად იღებს სათავეს მდინარე ენგური? - სვანეთის მთებში.
35. რომელ წმიდა მამას ეკუთვნის სიტყვები:
„უგულისყუროდ ნუ მოეკიდები საქმეს, რომლისგანაც შედეგს მოელი, რადგანაც სადაც ღვაწლია,
დიდებაც იქ არის და სადაც შრომაა, გვირგვინიც იქ არის.“ - წმიდა იოანე ოქრიპირს.
36. ბერად
აღკვეცის შემდეგ რა სახელი ეწოდა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის შვილს მეფე დემეტრეს? - დამიანე.
37. გიორგი
ლეონიძის რომელი მოთხრობიდან არის ნაწყვეტი: „თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი
არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება! იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება! უნდა
თან აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე! მაშინ ჰნახავ, - არასოდეს არ დაღამდები!...“ - "დეიდა მაიკო".
38. საქართველოს
რომელ კუთხეში შემოვიდა პირველად საქადაგებლად წმიდა ანდრია მოციქული? - დიდაჭარაში.
39. საქართველოს
რომელ მთას უწოდებენ „რკინის ჯვარს“? - ფერსათის მთას.
40. რა
ერქვა წმიდა ნინოს ბიძას, იერუსალიმის პატრიარქს? - იუბენალი.
41. რა
ერქვა რომაელთა ჯარის ხელმძღვანელს, რომელმაც მცხეთაში პომპეუსის ხიდი ააგო? - პომპეუსი.
42. რომელმა
მეფემ ააგო კლარჯეთში, არტანუჯის ციხესთან წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის
ეკლესია? - აშოტ კურაპალატმა.
43. რომელი
წმიდა მამა იყო წმიდა სერაპიონ ზარზმელის სულიერი აღმზრდელი? - წმიდა მიქაელ პარეხელი.
44. რომელი
მოციქულის უმცროსი ძმა იყო წმიდა იოანე ღვთისმეტყველი? - წმიდა იაკობ მოციქულის.
45. ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, სად გაემგზავრა წმიდა იოანე მოციქული საქადაგებლად? - ეფესოში.
46. რა ჰქვია მოუნათლავ ადამიანს,
რომელიც ნათლისღების საიდუმლოს მისაღებლად ემზადება? - კათაკმეველი.
47. რა ერქვა სათვლელ დაფას, რომელიც
სვეტებად იყო დაყოფილი და ძველად ხელოსნები და ვაჭრები მას გამოთვლებისთვის იყენებდნენ? - აბაკი.
48. რომელი ქართველი მეფის დროს დაარსდა
პირველი ქართული სტამბა საქართველოში? - მეფე ვახტანგ მეექვსის.
49. რომელ ცხოველს ეძახიან „ავსტრალიურ
ზარმაცას“? - კოალა.
50. რა ჰქვია ყველაზე პატარა ტბას, რომელიც კავკასიონის
მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს? - საძელის უღელტეხილის ტბა.