მხიარული

მხიარული

Thursday, February 11, 2016


1. საქართველოს რომელი მეფის დროს არის აგებული თბილისის მეტეხის ტაძარი? - დემეტრე თავდადებული.

2. რას უწოდებდნენ ძველად ხორბალს? - იფქლს.

3. საქართველოს რომელ უძველეს კუთხეში მდებარეობს სოფელი თავფარავანი? - ჯავახეთში.

4. საქართველოს რომელი მეფე მონაწილეობდა დიდგორის ბრძოლაში? - დავით აღმაშენებელი.

5. რომელმა უსჯულო დამპყრობელმა დაანგრია ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული არტანუჯის ციხე? - მურვან-ყრუმ.

6. რამდენი შვილი ჰყავდათ ცხრა ძმა ხერხეულიძის მშობლებს? - ათი.

7. ირაკლი აბაშიძის რომელი ლექსიდან არის ეს ნაწყვეტი: - "მცხეთა"

„თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდისფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?“

8. რომელ საუკუნეშია აგებული ნიკორწმინდის ტაძარი? - მე-11 ს.


9. საქართველოს რომელ ტაძარშია წმიდა ნინოს სურათზე გამოსახული ფრესკა? - გერგეტის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში.

10. აფხაზთა რომელმა მეფემ ააგო მე-10 საუკუნეში მოქვის ტაძარი? - ლეონ მესამემ.

11. ვისი სახელობის არის აფხაზეთში მდებარე ლიხნის ტაძარი? - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების.

12. რას უწოდებენ წმიდა წერილს სხვაგვარად? - ბიბლიას.

13. ქართული ანბანის განვითარების სულ რამდენი საფეხური არსებობს? - სამი.

14. რომელი დღესასწაულის დროს ეწყობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში ჭონაობა? - აღდგომის.

15. რა ჰქვია საბარძიმე ღვინოს, რომელსაც წირვაზე წმიდა ზიარებისას იყენებენ? - ზედაშე.

16. რა ერქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამას? - იოაკიმე.

17. რომელი დიდი საუფლო დღესასწაულია გამოსახული მოცემულ ხატზე? - მირქმა.

18. რომელ მდინარეში მონათლა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე? - იოარდანე.

19. რომელმა წმიდა მამამ დააარსა ზარზმის მონასტერი? - წმიდა სერაპიონ ზარზმელმა.

20. რა ერქვა წმიდა კონსტანტი კახის ვაჟიშვილს? - თარხუჯი.

21. სადაური იყო წმიდა მოწამე აბო თბილელი? - არაბი.

22. რა გვარის იყვნენ არგვეთის მთავარნი წმიდა დიდმოწამენი დავითი და კონსტანტინე? - მხეიძეები.

23. რომელი წმიდანის სახელობის არის ილორის ტაძარი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს? - წმიდა გიორგის.
24. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)? - მე-19 ს.

25. რომელი დამპყრობლის დროს ეწამა საქართველოში მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამე? - ჯალალედინის.

26. რომელ საუკუნეებშია აგებული მარტვილის მონასტერი? - მე-6 - მე-7 სს.

27. რომელ მთაზე გადასცა უფალმა წმიდა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება? - სინას მთაზე.

28. რომელ საუკუნეშია აგებული ალავერდის მონასტერი? - მე-6 ს.

29. სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილი ლექსიკონის მიხედვით, რომელი ძველი ქართული სიტყვა განიმარტება, როგორც - მნათე, მესანთლე? - კანდელაკი.

30. იერუსალიმის მახლობლად მდებარე რომელ მთაზეა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფლავი?  - სიონის მთაზე.

31. რომელი მონასტრის მე-15 საუკუნეში გადაწერილ სახარების გვერდებზეა მიწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნაწყვეტი? - ბერთის მონასტრის.

32. რომელ ოკეანეში იპოვეს 1938 წელს თევზი ლატიმერია? - ინდოეთის ოკეანეში.

33. რა ერქვა ძველად სვანეთში ახალ წელს? - ზომხა.

34. სად იღებს სათავეს მდინარე ენგური? - სვანეთის მთებში.

35. რომელ წმიდა მამას ეკუთვნის სიტყვები: „უგულისყუროდ ნუ მოეკიდები საქმეს, რომლისგანაც შედეგს მოელი, რადგანაც სადაც ღვაწლია, დიდებაც იქ არის და სადაც შრომაა, გვირგვინიც იქ არის.“ - წმიდა იოანე ოქრიპირს.

36. ბერად აღკვეცის შემდეგ რა სახელი ეწოდა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის შვილს მეფე დემეტრეს? -  დამიანე.

37. გიორგი ლეონიძის რომელი მოთხრობიდან არის ნაწყვეტი: „თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება! იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება! უნდა თან აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე! მაშინ ჰნახავ, - არასოდეს არ დაღამდები!...“ - "დეიდა მაიკო".

38. საქართველოს რომელ კუთხეში შემოვიდა პირველად საქადაგებლად წმიდა ანდრია მოციქული? - დიდაჭარაში.

39. საქართველოს რომელ მთას უწოდებენ „რკინის ჯვარს“? - ფერსათის მთას.

40. რა ერქვა წმიდა ნინოს ბიძას, იერუსალიმის პატრიარქს? - იუბენალი.

41. რა ერქვა რომაელთა ჯარის ხელმძღვანელს, რომელმაც მცხეთაში პომპეუსის ხიდი ააგო? - პომპეუსი.

42. რომელმა მეფემ ააგო კლარჯეთში, არტანუჯის ციხესთან წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია? - აშოტ კურაპალატმა.

43. რომელი წმიდა მამა იყო წმიდა სერაპიონ ზარზმელის სულიერი აღმზრდელი? - წმიდა მიქაელ პარეხელი.

44. რომელი მოციქულის უმცროსი ძმა იყო წმიდა იოანე ღვთისმეტყველი? -  წმიდა იაკობ მოციქულის.

45. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, სად გაემგზავრა წმიდა იოანე მოციქული საქადაგებლად? - ეფესოში.

46. რა ჰქვია მოუნათლავ ადამიანს, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს მისაღებლად ემზადება? - კათაკმეველი.

47. რა ერქვა სათვლელ დაფას, რომელიც სვეტებად იყო დაყოფილი და ძველად ხელოსნები და ვაჭრები მას გამოთვლებისთვის იყენებდნენ? - აბაკი.

48. რომელი ქართველი მეფის დროს დაარსდა პირველი ქართული სტამბა საქართველოში? -  მეფე ვახტანგ მეექვსის.

49. რომელ ცხოველს ეძახიან „ავსტრალიურ ზარმაცას“? -  კოალა.

50. რა ჰქვია ყველაზე პატარა ტბას, რომელიც კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს? - საძელის უღელტეხილის ტბა.